რეფლექსია

23.07.2018 წელი
ტრენინგის პირველი დღე
         დღეს გავიარე ტრენინგი ინტელის ძირითადი კურსი -- ,პროექტზე დაფუძნებული სწავლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრირებას"
ტრენინგის პირველ დღეს  გავეცანი ტრენინგის მოდულებს,შემდეგ შევქმენი        პორტფოლიო, სადაც განვათავსე  საჭირო საქაღალდეები ინფორმაციისათვის,შევქმენი  სასწავლო პროექტის შაბლონი, გავეცანი პროექტებს და ვიმსჯელეთ მის შესახებ.
შევქმენი ახალი ბლოგი,ვისწავლე ბლოგზე გვერდების დადება,ფონის შეცვლა.
    ვისწავლე გაჯეტების დადება და განლაგება.

25.07. 2018 წელი
ტრენინგის მეორე დღე
         ტრენინგი დავიწყეთ წინა მეცადინეობაზე განხილული საკითხების მიმოხილვით.
შემდეგ გავეცანით სახელმძღვანელოდან მე-3 და მე-4 აქტივობებს.განვიხილეთ პროექტებზე დაფუძნებული მიდგომები, გავეცანით პროექტის მახასიათებლებსა და პორტფოლიოს ჩეკლისტს.შემდეგ დავამზადებ სასწავლო ბუკლეტები.

27.07.2018 წელი
ტრენინგის მესამე დღე
    საინტერესო დღე იყო.
გავეცანით მე-2 მოდულის 1 და 2 აქტივობებს, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს, რომელიც მოიცავს: სწავლისა და გამომგონებლობის უნარ-ჩვევები,საინფორმაციო, მედია და ტექნოლოგიური უნარ-ჩვევებსა დ სასიცოცხლო და კარიერული უნარ-ჩვევები,  საიდანაც შევარჩიეთ პროექტისთვის შესარჩევი უნარები. შემდეგ განვიხილეთ ე.ს.გ, -დან ამოვიწერეთ პროექტისათვის საჭირო სტანდარტები, შემდეგ გავეცანით მიმართულების
მიმცემ საკვანძო  კითხვებს: ზოდაგი, თემატური და შინაარსობრივი. მოვახდინეთ დღის შეჯამება. ტრენინგზე შესწავლილი საკითხები  სიახლე იყო ჩემთვის, რაც დამეხმარება პროექტის შედგენაში.
გმადლობთ,
30.07.2018 წელი
ტრენინგის მეოთხე დღე
  ტრენინგი მეტად საინტერესო იყო.შევაჯამეთ წინა სამი დღის მეცადინეობაზე განხილული საკითხები. მოვაწყვეთ ბუკლეტების პრეზენტაცია. გავეცანით მე-2 მოდულის მესამე და მეოთხე აქტივობებს, განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები და შეფასებების განსაზღვრა მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად. შემდეგ განვიხილეთ პროექტის მიზნები,  გავაფორმეთ ბლოგის დიზაინი და ვისწავლეთ ბლოგზე დისკის ატვირთვა.გავეცანით შეფასების ხუთ სტრატეგიას:
  • მოსწავლეთა წინარე ცოდნისა და საჭიროების შეფასების სტრატეგიები 
  • წახალისების, თვითრეგულირებადი სწავლისა და თანამშრომლობის უნარის შესაფასებელი სტრატეგიები.
  • პროგრესის მონიტორინგის სტრატეგიები
  • სტრატეგიები გაგების შემოწმებისა და მეტაშემეცნების წახალისებისათვის
  • გაგებისა და უნარების დემონსტრირების სტრატეგიები
 განვიხილეთ შეფასების მეთოდები განმავითარებელი და განმსაზღვრელი.
შემდეგ განვიხილეთ პროექტის დროში გაწელილი გეგმა და მოვარგეთ ჩვენს პროექტს. გავეცანით რესურსებს ვიმუშავეთ პროექტში გამოსაყენებელი შეფასების მეთოდებზე.
word-ის ფაილში ჩავწერეთ არჩეული მეთოდზე მორგებული კითხვები მისი სავარაუდო პასუხებით.
მადლობა ქალბატონ რუსუდანს ასეთი საინტერესო დღისათვის.


                                                      01.08.2018 წელი
                                                   ტრენინგის მეხუთე დღე
   დღევანდელი დღეც წინა დღეების მსგავსად არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო. დღეს განვიხილეთ  შეფასების რუბრიკები, პროექტის პორტფოლიოს შეფასების რუბრიკას, სტანდარტებისა და მიზნების რუბრიკას -- რომელიც მოიცავს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს,მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების რუბრიკა,
  განვიხილეთ PowerPoint-ში პროექტის პრეზენტაცია. გავაკეთეთ ჩვენს საქაღალდეში ახალი საქაღალდე ,,პროექტის პრეზენტაცია"განვიხელეთ პროექტის პრეზენტაციის მაგალითები და ვიმუშავეთ ჩემი პროექტის პრეზენტაციებზე. განვიხილეთ საავტორო უფლებების დაცვა და მისი გამოყენება პროექტის მსვლელობის დროს. ვფიქრობ ეს საკითხები მნიშვნელოვანია მოსწავლეებში სხვადასხვა უნარების განვითარებისათვის და მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებლად. ბლოგზე დავამატეთ ახალი გვერდი ,,ფოტო გალერია".გავიხსენეთ წინა დღის ნასწავლი.
მადლობთ,  თქვენი ასეთი საინტერესო ტრენინგისათვის.

03.08.2018 წელი
ტრენინგის მეექვსე დღე
   დღევანდელი დღეც მეტად მნიშვნელოვანი იყო, ტრენინგი დავიწყეთ წინა ტრენინგის მიმოხილვით. გავეცანით სასწავლო ნიმუშის შექმნას, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ტექნოლოგიები შეფასების დროს, გავეცანით მოდულის საკვანძო კითხვებს:

  • რამდენად დამეხმარება მოსწავლეს ნაშრომის ნიმუშის შექმნა პროექტის ფარგლებში.პროექტზე მუშაობისას?
  •  როგორ უზრუნველყოფენ მოსწავლეთა  მიერ სასწავლო მიზნების მიღწევას?      გავეცანით მოსწავლის ნიმუშებს, კერძოდ, ბროშურის შაბლონს, გაზეთის შაბლონს, პრეზენტაციის შაბლონს. მოვირგეთ მოსწავლის როლი, ავირჩიეთ ჩვენს თემაზე მორგებული შაბლონი და გამზადებული მასალა ჩავდე ჩემი პორტფოლიოს მოსწავლის ნიმუში ფაილში.    ინტერნეტში მივიძიეთ პროექტის შესაბამისი სურათები, მოვახდინეთ მისი შენახვა ,,სურათები, აუდიო,ვიდეო"-ს ფაილში.  შემდეგ  შევავსეთ სასწავლო გეგმის შაბლონში პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები. ასევე ვიმუშავეთ ბლოგზე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი.  საინტერესო დღე იყო, ტრენერი გვიწევდა კონსულტაციას ტრენინგის მსვლელობისას. გმადლობთ.                                                                                                                        
06.08.2018 წელი
ტრენინგის მეშვიდე დღე
  ტრენინგის მეშვიდე დღეც მეტად შრომატევადი და საინტერესო იყო. შევაჯამეთ წინა დღის საკითხები. განვიხილეთ მეხუთე მოდული -- მოსწავლეთა პროექტების შეფასება.
ამ მოდულში გავეცანით თუ როგორ გამოვიყენოთ რუბრიკები და ჩეკლისტები მაღალი სააზროვმო უნარების განვითარებისათვის.შევიმუშავეთ შეფასების გეგმა და გამოვიყენეთ პრეოქტის შეფასების ფორმას სახელმძღვანელოდან.
მთავარი კითხვა: როგორ უნდა გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად სწავლის ეფექტის ხელშესაწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შეფასების მიზნით. 
მოდულის საკვანძო კითხვები: როგორ უნდა შევაფასოთ მოსწავლის სწავლა? როგორ შეიძლება ჩავრთოთ მოსწავლეები შეფასების პროცესში?
  მიმოვიხილეთ შეფასების ხუთი სტრატეგია. თითოეული სტრატეგიიდან ამოვწერეთ მიზნები, მეთოდები, როდის გამოვიყენებ ამ მეთოდებს და ინსტრუმენტები, რომელიც მოვარგე ჩემი პროექტის გეგმას და ავტვირთე დროის ჩარჩოში.  ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკებზე ჩემი გეგმის შესაბამისად შევქმენი შეფასების რუბრიკები თითოეული მიზნისათვის. ეს ცოდნა დამეხმარება პროექტის დაგეგმაში, გაკვეთილზე გამოვიყენებ აქ ნასწავლს. მიმდინარე მოდული დამეხმარება მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმების გაანალიზებაში.
  ქალბატონ რუსუდანს მინდა დიდი მადლობა გადავუხადო თითოეული დღისათვის. იმიტომ, რომ დაუღალავი ენერგიით გვიწევდა დახმარებას ტრენინგის მსვლელობისას.გმადლობთ.                                                                                                                   

08.08.2018 წელი
ტრენინგის მერვე დღე
  ტრენინგის მერვე დღეც მეტად საინტერესო იყო. გავიხსენეთ წინა დღის საკითხები. გადავხედეთ მეექვსე და მეშვიდე მოდულებს, კერძოდ,დიფერენცირება და ფასილიტაცია. 
   გადავხედეთ მეექვსე მოდულის შეკითხვებს:
  როგორ დავეხმარო მოსწავლეებს დამოუკიდებელი მსწავლელის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში?
   როგორ დავაკმაყოფილო მოსწავლეთა განსხვავებული საჭიროებები?
 შევქმენით მასალები ,რაც გამომადგება გაკვთილზე,სწავლების ან დაგეგმის პროცესში.
 მოცემული მოდული დამეხმარება გავააანალიზო დამოუკიდებელი მსწავლელისა და დიფერენცირებული სწავლების როლი და ურთიერთდამოკიდებულება რამდენიმე თვალსაზრისით.
   აგრეთვე, განვიხილეთ მეშვიდე მოდული ფასილიტაცია.
მოდულის კითხვები:
როგორ გავუწიო ფასილიტაცია კლასს მოსწავლეზე ორიენტირებლ სწავლების პროცესძი?
როგორ გამოვიყენო ტექნოლოგიები სასწავლო პრაქტიკის გასაუმჯობესებლად?
   გავეცანით რა მნიშვნელობა ენიჭება კითხვების დასმას მოსწავლეთა ჩართულობისა და მაღალი დონის სააზროვნო უნარების წახალისებისათვის. როგორ უნდა შევქმნათ ფასილიტაციის რესურსები, რა არის საჭირო წარმატებული სასწავლო პროექტის განხორციელებისათვის. შევქმენით მოსწავლეთა მხაედამჭერი ნიმუშების სამი ვარიანტი.
 ტრენინგზე ნასწავლი საკითხები დამეხმარება სასწავლო პროცესის უკეთ წარმართვაში.
ტრენერი უანგაროდ გვეხმარებოდა თითოეულ ჩვენთაგანს და ამისათვის დიდ მადლობას ვუხდი რუსუდანს.
 
                                 ⭃💖💖💖

10.08.2018 წელი
ტრენინგის მეცხრე დღე
    ტრენინგზე მოვახდინეთ ჩვენი პორტფოლიოს ატვირთვა Blogger -ზე, მოვისმინეთ რამდენიმე მასწავლებლის პროექტის პრეზენტაციები. აღფრთოვანებული დავრჩი მათი პრეზენტაციით. 
  
რეფლექსია
     გავიარე ტრენინგი, ტრენინგის  სახელწოდებაა,,პროექტზე დაფუძნებული სწავლება და ისტ-ის ინტეგრირება." 
გავეცანით: სახელმძღვანელოდან:
Ø   21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს
Ø  პროექტის მიზნებს,  ამოცანებს
Ø  ტრენინგის  მოდულებს
Ø  პროექტის  გეგმის შაბლონს
Ø  პროექტის გეგმის  ელექტრონულ ვერსიას
     განვიხილეთ პროექტის დაგეგმვა. გავეცანით  საქაღალდეების სტრუქტურას, გავიხსენეთ ბლოგების  შექმნა, რეფლექსიის დაწერა ბლოგზე, Word - ში მუშაობის სხვადასხვა  ელემენტები გამოცემის  შესაქმნელად. ეფექტურად დაგეგმვას, პროექტის მახასიათებელ  ჩეკლისტს, შევქმენით ბროშურის ნიმუში.           
      განვიხილეთ  ეროვნული  სასწავლო გეგმის სტანდარტები და პროექტის შესაბამისი ინდიკატორები. 21-ე საუკუნის უნარებიდან ამოვწერე ის უნარ-ჩვევები, რომლებიც გამოუმუშავდებათ მოსწავლეებს  პროექტის  განმავლობაში. დავისახეთ  მიზნები, ვისაუბრეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე, შევისწავლეთ შეფასების ხუთი ძირითადი სტრატეგიები, რომელიც დამეხმარება პროექტის შეფასებაში. გავეცანით პრეზენტაციის აწყობას PowerPoint-ში.  დავადგინეთ მოსწავლეთა საჭიროებების ფორმები.შევისწავლეთ საავტორო უფლებების კანონმდებლობა.შევქმენით სასწავლო პროექტის პრეზენტაცია. ვისაუბრეთ ტექნოლოგიებზე, ვისწავლეთ კითხვარის შედგენა, პასუხების გაზიარება, პასუხების დათვალიერება. განვიხილეთ  და დავგეგმეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები, დავამუშავეთ კოლაბორაციული შეფასების რუბრიკა, ადაპტირება გავუკეთეთ და მოვარგეთ  ჩვენს პროექტებს.  ვისწავლეთ ინტერნეტიდან
ბლოგზე სურათების და ინფორმაციის გადმოტანა. დავათვალიერეთ შეფასების რუბრიკები, გავუზიარეთ ერთმანეთს პრეზენტაციის ნაშრომები. ბლოზე ავტვირთეთ ტრენინგზე შექმნილი პორტფოლიო.
     ინტელის კურსი საინტერესო მასალებისგან შედგებოდა, სტიმულის მომცემი იქნება ჩვენთვის, რაც დაგვეხმარება მომავალ პროფესიულ საქმიანობაში და წარმატებული სასწავლო პროექტის  განხორციელებისათვის. ინტელის კურსი ძალიან ნაყოფიერი და საინტერესო იყო. დიდ მადლობას მოვახსენებ ჩვენს ტრენერს ქ-ნ: რუსუდან მარკოზაშვილს, ასეთი საიტერესო ტრენინგისათვის.

                                                            💕💕💕
                                                                                                     10/08.2018 წელი

No comments:

Post a Comment

ჩიტბატონა

ჩიტბატონა